---
title: "მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/2"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/2

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქმიანობას წარმართავს „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიურობის პრინციპებით, უზრუნველყოფს მინისტრთა კაბინეტის წევრთა პასუხისმგებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/3.md
