---
title: "მუხლი 20. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა ხელმძღვანელობა — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/20"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა ხელმძღვანელობა — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/20

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა საქმიანობას;
წინადადება შეაქვს პარლამენტში საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს და კომიტეტის შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების შესახებ;
ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა დებულებებს (წესდებებს), მათი ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და რიცხოვნობას, აგრეთვე მათი შესანახი ასიგნებების ოდენობას ამ მიზნებისათვის გამოყოფილ თანხების ფარგლებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/21.md
