---
title: "მუხლი 22. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოები — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/22"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოები — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/22

სახელმწიფო მმართველობის, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ორგანიზაციის და სხვა იმ საკითხების ხელმძღვანელობისათვის, რომლებიც უშუალოდ არ შედიან საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და კომიტეტების ფუნქციებში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ქმნის საქვეუწყებო ორგანოებს (დეპარტამენტი,
სახელმწიფო კორპორაცია, სახელმწიფო კონცერნი
, კომისია, მთავარი სამმართველო და სხვა), გარდაქმნის და გააუქმებს მათ.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმებით, ხოლო მოადგილეებს - ამ ორგანოთა ხელმძღვანელები
(ამოღებულია - 15.03.1994)
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოთა კანონსაწინააღმდეგო აქტები.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/23.md
