---
title: "მუხლი 26. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები და სხდომებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/26"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები და სხდომებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/26

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები მოიწვევა ორ კვირაში ერთხელ.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნახევარი მაინც.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ხმა.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/27.md
