---
title: "მუხლი 28. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/28"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/28

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი წარმართავს მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას და უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ურთიერთქმედებას.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი:
ორგანიზაციას უწევს მინისტრთა კაბინეტის მუშაობას; ხელმძღვანელობს მის სხდომებს;
ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეთა შორის და კოორდინაციას უწევს მათს საქმიანობას; წარმომადგენლობს საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობათაშორისო ურთიერთობებში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ საკითხებზე და ამის შესახებ წარუდგენს ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის მორიგ სხდომას;
წაახალისებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა თანამდებობის პირებს, დაადებს მათ დისციპლინურ სასჯელებს.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/29.md
