---
title: "მუხლი 29. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/29"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/29

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები მოვალეობათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ და აკონტროლებენ სამინისტროთა, კომიტეტების, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მუშაობას, აძლევენ ოპერატიულ მითითებებს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად და მათი საქმიანობის სხვა საკითხებზე; წინასწარ განიხილავენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შეტანილ წინადადებებს, დადგენილებათა და განკარგულებათა პროექტებს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არყოფნის შემთხვევაში
პრემიერ-მინისტრის მოვალეობას სახელმწიფოს მეთაურის დავალებით ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/30.md
