---
title: "მუხლი 3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/3"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/3

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ზრუნავს ქვეყნის საკუთრების დაცვისა და გამრავლებისათვის, ხელს უწყობს საკუთრების ყველა ფორმის განვითარებას და უზრუნველყოფს მათს თანასწორუფლებიანობას;
ახორციელებს ეროვნული უშიშროების პოლიტიკას, უზრუნველყოფს რესპუბლიკის თავდაცვას;
წარმართავს ეკონომიკურ რეფორმას საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;
ახორციელებს მეცნიერულ-ტექნიკურ პოლიტიკას, უზრუნველყოფს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებას;
შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს, სოციალურ-კულტურული განვითარების კონცეფციებსა და პროგრამებს, ატარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკას;
ახორციელებს ეროვნული კულტურის შემდგომი განვითარების ღონისძიებებს, ხელს უწყობს მედიცინის სამეცნიერო და პრაქტიკული დარგების განვითარებას;
ხელს უწყობს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარებას, საფინანსო და საბანკო სისტემის განმტკიცებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან;
უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას;
უზრუნველყოფს კანონების განმტკიცებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეთა უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვას;
ახორციელებს საგარეო პოლიტიკას თავისი კომპეტენციის შესაბამისად;
წარმართავს ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას, ხელს უწყობს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დამოუკიდებლობის გაფართოებას;
ხელს უწყობს ერთიანი აღრიცხვის, სტატისტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ორგანიზაციის ღონისძიებათა განხორციელებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/4.md
