---
title: "მუხლი 31. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/31"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/31

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათი შესრულების სისტემატური შემოწმებისათვის მოქმედებს მინისტრთა კაბინეტის აპარატი.
ანალიზური, საინფორმაციო და სხვა მასალების, სათანადო წინადადებების პროექტების მომზადებას, ნორმათშემოქმედებით საქმიანობას, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას და მათი შესრულების კოორდინაციას ახორციელებენ მინისტრთა კაბინეტის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩევლები.
მინისტრთა კაბინეტის აპარატს სათავეში უდგას მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი. აპარატის ხელმძღვანელს, მთავარ სახელმწიფო მრჩევლებს და ძირითად ქვედანაყოფთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრთა კაბინეტი.
აპარატის მუშაკთა უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი.
მინისტრთა კაბინეტის აპარატის სტრუქტურას, შტატებს, შენახვის ხარჯებს და მუშაკთა შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -
სახელმწიფო მეთაური
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი
ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1992 წლის 22 დეკემბერი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/30.md
