---
title: "მუხლი 4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებანი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/4"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებანი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/4

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებების და განკარგულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს დადგენილებებს. პრემიერ-მინისტრი გამოსცემს განკარგულებებს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის აქტების შესრულება სავალდებულოა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/5.md
