---
title: "მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/5"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/5

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი შედგება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისი მოადგილეებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსისაგან.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეებსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
ასეთივე წესით ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლა.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებად თანამდებობის მიხედვით ითვლიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/6.md
