---
title: "მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, მინისტრთა კაბინეტის წევრის გადადგომის უფლება და წესი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/9"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, მინისტრთა კაბინეტის წევრის გადადგომის უფლება და წესი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/9

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს გადადგეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომა იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას. გადადგომის შესახებ მოტივირებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პარლამენტს. პარლამენტი უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება პრემიერ-მინისტრის თანხმობა.
მინისტრთა კაბინეტის წევრს უფლება აქვს გადადგეს. გადადგომის შესახებ მოტივირებული განცხადება წარედგინება სახელმწიფოს მეთაურსა და პარლამენტს. სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება კაბინეტის წევრის თანხმობა. გადადგომის მიღება არ საჭიროებს პარლამენტის დასტურს.
მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გადადგეს. გადადგომის შესახებ მოტივირებული განცხადება წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება მინისტრთა კაბინეტს თანხმობა.
დადგენილება გადადგომის საკითხთან დაკავშირებით მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, კაბინეტის ცალკეული წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის თუ კაბინეტის წევრის დანიშვნამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/10.md
