---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5588268"
adopted: "2022-10-20"
consolidated_as_of: "2022-10-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2022-10-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს კვერეთის აღკვეთილის შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. კვერეთის აღკვეთილი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვის ხელშეწყობის მიზნით.

3. კვერეთის აღკვეთილისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
