---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2"
law: "კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5588268"
adopted: "2022-10-20"
consolidated_as_of: "2022-10-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2022-10-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს კვერეთის აღკვეთილის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს კვერეთის აღკვეთილის მართვის, დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, კვერეთის აღკვეთილის საზღვრებში:
ა) უზრუნველყოს ზემო იმერეთის მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
ბ) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტ განვითარებას;
გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მისი მონიტორინგის განხორციელება;
დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციისთვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
