---
title: "მუხლი 5. ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5"
law: "კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 5588268"
adopted: "2022-10-20"
consolidated_as_of: "2022-10-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2022-10-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5

1. ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია.

2. ეს კანონი არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ისეთ ურთიერთობებზე, როდესაც ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულია საქმის წარმოება;
ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5588268-kveretis-aghkvetilis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6.md
