---
title: "მუხლი 10. იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვება — იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/10"
law: "იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 5599692"
adopted: "2022-11-29"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვება — იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/10

1. იპოთეკური
ობლიგაციების
გამოშვების
მსურველი
კომერციული
ბანკი
ვალდებულია
საქართველოს
ეროვნული
ბანკისგან
მოიპოვოს
ავტორიზაცია
იპოთეკური
ობლიგაციების
გამოსაშვებად
.

2. იპოთეკური
ობლიგაციების
გამოშვებისთვის
ავტორიზაცია
კომერციულ
ბანკზე
გაიცემა
,
თუ
იგი
აკმაყოფილებს
სულ
მცირე
შემდეგ
პირობებს
:
ა
)
კომერციულ
ბანკს
აქვს
ადეკვატური
საოპერაციო
პროგრამა
იპოთეკური
ობლიგაციების
გამოსაშვებად
;
ბ
)
კომერციულ
ბანკს
ჩამოყალიბებული
აქვს
ინვესტორთა
დაცვაზე
ორიენტირებული
,
ადეკვატური
პოლიტიკა
,
პროცესები
და
მეთოდოლოგია
უზრუნველყოფის
აქტივებად
გამოყენებული
სესხების
დამტკიცებისთვის
,
მათში
ცვლილების
შეტანისთვის
,
მათი
განახლებისა
და
რეფინანსირებისთვის
;
გ
)
კომერციული
ბანკის
მმართველი
ორგანოს
წევრებსა
და
თანამშრომლებს
,
რომლებიც
მონაწილეობენ
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
განხორციელებაში
,
აქვთ
სათანადო
გამოცდილება
და
ცოდნა
;
დ
)
კომერციულ
ბანკს
აქვს
საკმარისი
რესურსი
უზრუნველყოფის
აქტივების
გაერთიანების
შექმნისთვის
,
მართვისა
და
ზედამხედველობისთვის
.

3. საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
გააუქმოს
იპოთეკური
ობლიგაციების
გამოშვებისთვის
კომერციულ
ბანკზე
გაცემული
ავტორიზაცია
შემდეგ
შემთხვევებში
:
ა
)
კომერციულმა
ბანკმა
ავტორიზაცია
არასწორი
ინფორმაციის
წარდგენით
ან
სხვა
უკანონო
ქმედების
განხორციელებით
მიიღო
;
ბ
)
კომერციული
ბანკი
აღარ
აკმაყოფილებს
იმ
პირობებს
,
რომელთა
საფუძველზედაც
გაიცა
ავტორიზაცია
;
გ
)
კომერციულმა
ბანკმა
არაერთგზის
ან
უხეშად
დაარღვია
ამ
კანონით
,
საფინანსო
სექტორის
მარეგულირებელი
სხვა
კანონებით
,
მათ
საფუძველზე
გამოცემული
სამართლებრივი
აქტით
ან
მითითებით
განსაზღვრული
მოთხოვნა
(
მოთხოვნები
)
იმგვარად
,
რომ
საფრთხე
შეექმნა
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
პროგრამის
კრედიტორთა
ინტერესების
გათვალისწინებით
განხორციელებას
;
დ
)
კომერციულმა
ბანკმა
ავტორიზაციის
მიღებიდან
3
წლის
განმავლობაში
არ
გამოუშვა
იპოთეკური
ობლიგაციები
.

4. იპოთეკური
ობლიგაციების
გამოშვებისთვის
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მიერ
ავტორიზაციის
გაცემის
დამატებითი
წესი
დგინდება
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
სამართლებრივი
აქტით
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/11.md
