---
title: "მუხლი 19. პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნა და გათავისუფლება — იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/19"
law: "იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 5599692"
adopted: "2022-11-29"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნა და გათავისუფლება — იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/19

1. იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
განცალკევების
შემთხვევაში
საქართველოს
ეროვნული
ბანკი
ნიშნავს
პროგრამის
ადმინისტრატორს
.
საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
რამდენიმე
განცალკევებული
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამისთვის
დანიშნოს
ერთი
და
იგივე
პროგრამის
ადმინისტრატორი
.

2. პროგრამის
ადმინისტრატორი
ანგარიშვალდებულია
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
წინაშე
.
საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
პროგრამის
ადმინისტრატორს
ნებისმიერ
დროს
მოსთხოვოს
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
მართვასთან
დაკავშირებული
კონკრეტული
ინფორმაცია
ან
ანგარიში
.

3. საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
ნებისმიერ
დროს
გაათავისუფლოს
პროგრამის
ადმინისტრატორი
და
მის
ნაცვლად
სხვა
პირი
დანიშნოს
.

4. პროგრამის
ადმინისტრატორი
უნდა
იყოს
საკმარისი
გამოცდილებისა
და
კარგი
რეპუტაციის
მქონე
ფიზიკური
პირი
.
პროგრამის
ადმინისტრატორი
არ
შეიძლება
იმავდროულად
იყოს
სპეციალური
მმართველი
ან
ემიტენტის
ლიკვიდატორი
.
პროგრამის
ადმინისტრატორი
ვალდებულია
უზრუნველყოს
ინტერესთა
კონფლიქტის
თავიდან
აცილება
და
არ
დაუშვას
საკუთარი
ინტერესების
პროგრამის
კრედიტორთა
ინტერესებზე
მაღლა
დაყენება
ან
თანამდებობრივი
უფლებამოსილების
გადამეტება
.

5. საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
განსაზღვროს
პროგრამის
ადმინისტრატორის
შრომის
ანაზღაურების
ოდენობა
,
რომელიც
მისი
კვალიფიკაციისა
და
მის
მიერ
შესრულებულ
მოვალეობათა
სირთულის
შესაბამისი
უნდა
იყოს
.
პროგრამის
ადმინისტრატორის
შრომის
ანაზღაურება
და
მის
მიერ
გაწეული
დასაბუთებული
ხარჯები
დაიფარება
განცალკევებული
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამიდან
.

6. პროგრამის
ადმინისტრატორი
საკუთარი
მოქმედებისთვის
ან
უმოქმედობისთვის
პასუხს
ისევე
აგებს
,
როგორც
აგებენ
საწარმოს
ხელმძღვანელობითი
და
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებების
მქონე
პირები
„
მეწარმეთა
შესახებ
“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
.
პროგრამის
ადმინისტრატორი
საკუთარი
მოვალეობის
შეუსრულებლობისთვის
პასუხს
აგებს
პროგრამის
კრედიტორთაწინაშე
.
პროგრამის
ადმინისტრატორს
ზიანის
ანაზღაურების
ვალდებულება
არ
დაეკისრება
,
თუ
იგი
მოქმედებდა
კეთილსინდისიერად
და
პროგრამის
კრედიტორთა
საუკეთესო
ინტერესების
გათვალისწინებით
,
მის
ხელთ
არსებული
ინფორმაციის
საფუძველზე
.

7. საქართველოს
ეროვნული
ბანკი
პროგრამის
ადმინისტრატორის
დანიშვნის
ან
გათავისუფლების
შესახებ
გადაწყვეტილებას
მისი
მიღებისთანავე
რეგისტრაციისთვის
უგზავნის
მარეგისტრირებელ
ორგანოს
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/20.md
