---
title: "მუხლი 21. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისება — იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/21"
law: "იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 5599692"
adopted: "2022-11-29"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისება — იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/21

1. პროგრამის
ადმინისტრატორი
უფლებამოსილია
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
წინასწარი
თანხმობის
საფუძველზე
სრულად
ან
ნაწილობრივ
გაასხვისოს
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამა
ამ
კანონის
შესაბამისად
ავტორიზებულ
სხვა
კომერციულ
ბანკზე
.

2. იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
სრულად
გასხვისება
გულისხმობს
ყველა
უზრუნველყოფის
აქტივისა
და
პროგრამასთან
დაკავშირებული
ყველა
ვალდებულების
(
მათ
შორის
,
პროგრამის
ფარგლებში
გამოშვებული
იპოთეკური
ობლიგაციებიდან
გამომდინარე
ვალდებულებების
)
პროგრამის
მიმღებისთვის
გადაცემას
.
პროგრამის
სრულად
გასასხვისებლად
პროგრამის
კრედიტორთა
თანხმობა
არ
მოითხოვება
.

3. იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
ნაწილობრივ
გასხვისება
გულისხმობს
უზრუნველყოფის
აქტივებისა
და
პროგრამასთან
დაკავშირებული
ვალდებულებების
(
მათ
შორის
,
პროგრამის
ფარგლებში
გამოშვებული
იპოთეკური
ობლიგაციებიდან
გამომდინარე
ვალდებულებების
)
პროგრამის
მიმღებისთვის
ნაწილობრივ
გადაცემას
.
პროგრამის
ნაწილობრივ
გასასხვისებლად
საჭიროა
პროგრამის
კრედიტორთა
კრებაზე
შესაბამისი
გადაწყვეტილების
მიღება
,
რასთან
დაკავშირებითაც
გამოიყენება
ამ
კანონის
მე
-20
მუხლის
მე
-8
და
მე
-9
პუნქტების
დებულებები
.

4. იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
ნაწილობრივ
გასხვისების
შემთხვევაში
გამსხვისებელთან
(
ემიტენტთან
)
დარჩენილი
უზრუნველყოფის
აქტივების
მოცულობა
უნდა
აკმაყოფილებდეს
პროგრამის
ვალდებულებათა
უზრუნველყოფისთვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
მოთხოვნებს
.

5. იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
გასხვისების
შესახებ
ხელშეკრულება
უნდა
შეიცავდეს
სულ
მცირე
შემდეგ
ინფორმაციას
:
ა
)
გამსხვისებლისა
და
შემძენის
სახელწოდებებს
,
საიდენტიფიკაციო
ნომრებსა
და
იურიდიულ
მისამართებს
;
ბ
)
უზრუნველყოფის
აქტივების
რეესტრში
რეგისტრირებული
აქტივებისა
და
პროგრამის
კრედიტორთა
წინაშე
არსებული
ვალდებულებების
გადაცემის
შესახებ
შეთანხმებას
და
შეთანხმებულ
ფასს
(
ასეთი
ფასის
არსებობის
შემთხვევაში
);
გ
)
ყველა
გადასაცემი
ხელშეკრულების
,
უფლებისა
და
ვალდებულების
ჩამონათვალს
,
რომელშიც
მითითებულია
მათი
ნომინალური
ღირებულება
;
დ
)
უფლებებისა
და
ვალდებულებების
,
მათთან
დაკავშირებული
დოკუმენტებისა
და
ჩანაწერების
გადაცემის
წესსა
და
პირობებს
.

6. იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
სრულად
გასხვისების
შემთხვევაში
მისი
გასხვისებიდან
მიღებული
შემოსავლით
(
ასეთი
შემოსავლის
არსებობის
შემთხვევაში
)
უპირატესად
პროგრამის
მართვასთან
დაკავშირებული
ხარჯები
უნდა
დაიფაროს
.
ხარჯების
გამოკლების
შემდეგ
დარჩენილ
შემოსავალს
ემიტენტი
განკარგავს
.
პროგრამის
ნაწილობრივ
გასხვისების
შემთხვევაში
მისი
გასხვისებიდან
მიღებული
შემოსავალი
(
ასეთი
შემოსავლის
არსებობის
შემთხვევაში
)
შეიტანება
უზრუნველყოფის
აქტივების
გაერთიანებაში
ამ
კანონის
მე
-7
მუხლის
პირველი
პუნქტითა
და
მე
-8
მუხლის
პირველი
პუნქტით
დადგენილი
მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად
აუცილებელი
მოცულობით
.

7. იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
გასხვისების
შემდეგ
პროგრამის
მიმღები
ვალდებულია
გონივრულ
ვადაში
მიაწოდოს
ამ
პროგრამის
კრედიტორებს
მათ
მიერ
საკუთარი
უფლებების
სათანადოდ
განხორციელებისთვის
და
მოვალეობების
სათანადოდ
შესრულებისთვის
აუცილებელი
ყველა
ინფორმაცია
.
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
მიმღებზე
სრულად
ვრცელდება
ამ
კანონით
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
მართვასთან
(
მათ
შორის
,
პროგრამის
ვალდებულებების
უზრუნველყოფასთან
)
და
პროგრამის
კრედიტორთა
პერიოდულ
ინფორმირებასთან
დაკავშირებით
დადგენილი
მოთხოვნები
.

8. პროგრამის
ადმინისტრატორის
მიერ
პროგრამის
სრულად
ან
ნაწილობრივ
გასხვისებას
,
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
პირების
გარდა
,
სხვა
პირების
(
მათ
შორის
,
მსესხებლის
)
თანხმობა
არ
სჭირდება
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/22.md
