---
title: "მუხლი 7. ვალდებულებების უზრუნველყოფა — იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/7"
law: "იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5599692"
adopted: "2022-11-29"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ვალდებულებების უზრუნველყოფა — იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/7

1. უზრუნველყოფის
აქტივების
რეესტრში
რეგისტრირებული
იპოთეკური
სესხებისა
და
დამატებითი
აქტივების
ნარჩენი
ძირითადი
თანხების
ნომინალურ
ღირებულებათა
ჯამური
ოდენობა
სულ
მცირე
5
პროცენტით
უნდა
აჭარბებდეს
იპოთეკური
ობლიგაციების
ნარჩენი
ძირითადი
თანხების
ნომინალურ
ღირებულებათა
ჯამურ
ოდენობას
.

2. თუ
უზრუნველყოფის
აქტივების
რეესტრში
რეგისტრირებულია
დერივატივი
,
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრულ
გაანგარიშებაში
გათვალისწინებული
უნდა
იქნეს
ასეთი
დერივატივიდან
გამომდინარე
მოთხოვნები
და
ვალდებულებები
.

3. ამ
მუხლის
მე
-4
და
მე
-5
პუნქტების
გათვალისწინებით
,
თუ
უზრუნველყოფის
აქტივი
არ
აკმაყოფილებს
ამ
კანონის
მე
-3
ან
მე
-5
მუხლით
ან
/
და
ამავე
კანონის
საფუძველზე
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მიერ
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით
დადგენილ
მოთხოვნებს
(
მათ
შორის
,
თუ
უზრუნველყოფის
აქტივი
უზრუნველყოფის
აქტივების
რეესტრში
რეგისტრაციის
შემდეგ
აღარ
აკმაყოფილებს
აღნიშნულ
მოთხოვნებს
),
ეს
აქტივი
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრულ
გაანგარიშებაში
არ
გაითვალისწინება
.
იმ
უზრუნველყოფის
აქტივებისთვის
,
რომლებიც
არ
აკმაყოფილებს
ამ
კანონის
საფუძველზე
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით
განსაზღვრულ
მოთხოვნებს
,
საქართველოს
ეროვნულმა
ბანკმა
შეიძლება
დაადგინოს
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულისგან
განსხვავებული
წესი
.

4. ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრულ
გაანგარიშებაში
გაითვალისწინება
უზრუნველყოფის
აქტივების
რეესტრში
რეგისტრირებული
იპოთეკური
სესხის
მხოლოდ
ის
ნაწილი
,
რომელიც
ამ
კანონის
მე
-3
მუხლისმე
-4
და
მე
-5
პუნქტებით
დადგენილი
სესხის
უზრუნველყოფის
ზღვრული
ოდენობის
ფარგლებშია
.

5. თუ
უზრუნველყოფის
აქტივების
რეესტრში
რეგისტრაციის
შემდეგ
უზრუნველყოფის
აქტივი
დეფოლტში
აღმოჩნდება
,
ასეთი
მოთხოვნის
მოცულობა
,
რომელიც
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრულ
გაანგარიშებაში
გაითვალისწინება
,
შეიძლება
შემცირდეს
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
სამართლებრივი
აქტით
დადგენილი
წესის
შესაბამისად
.
აღნიშნულის
მიუხედავად
,
არაუზრუნველყოფილი
მოთხოვნა
,
რომელიც
დეფოლტშია
,
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრულ
გაანგარიშებაში
არ
გაითვალისწინება
.

6. ემიტენტი
ვალდებულია
შეამოწმოს
უზრუნველყოფის
აქტივების
მოცულობის
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტითა
და
ამ
კანონის
საფუძველზე
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
სამართლებრივი
აქტით
დადგენილ
მოთხოვნებთან
შესაბამისობა
და
შემოწმების
შედეგები
აცნობოს
როგორც
უზრუნველყოფის
აქტივების
ზედამხედველს
,
ისე
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს
.
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
შემოწმების
პერიოდულობა
და
ჩატარების
წესი
დგინდება
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
სამართლებრივი
აქტით
.

7. თუ
უზრუნველყოფის
აქტივების
მოცულობის
შემოწმების
შედეგად
აღმოჩნდება
,
რომ
დარღვეულია
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
ან
/
და
ამ
კანონის
საფუძველზე
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
სამართლებრივი
აქტით
დადგენილი
მოთხოვნები
,
ემიტენტი
ვალდებულია
დაუყოვნებლივ
გაზარდოს
უზრუნველყოფის
აქტივები
შესაბამის
ოდენობამდე
.

8. საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
სამართლებრივი
აქტით
დაადგინოს
უზრუნველყოფის
აქტივების
სიჭარბის
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულზე
უფრო
მაღალი
ზღვარი
,
აგრეთვე
დააზუსტოს
ვალდებულებების
უზრუნველყოფის
გაანგარიშების
წესი
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5599692-ipotekit-datsuli-obligatsiebis-shesakheb/8.md
