---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5603982-tanisa-da-tedzmis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5603982"
adopted: "2022-11-03"
consolidated_as_of: "2022-11-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-11-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2022-11-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5603982-tanisa-da-tedzmis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების − ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტისა და ტანის აღკვეთილის − შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5603982-tanisa-da-tedzmis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
