---
title: "მუხლი 9. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება — ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5603982-tanisa-da-tedzmis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/9"
law: "ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5603982"
adopted: "2022-11-03"
consolidated_as_of: "2022-11-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება — ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-11-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2022-11-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5603982-tanisa-da-tedzmis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/9

1. ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებაზე;
ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით ან/და გაცემული ლიცენზიით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5603982-tanisa-da-tedzmis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5603982-tanisa-da-tedzmis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/10.md
