---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5613899"
adopted: "2022-11-16"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
