---
title: "მუხლი 6. რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6"
law: "რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5613899"
adopted: "2022-11-16"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6

1. რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. რაჭის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების განთავსება) და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება.

3. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.

4. რაჭის ეროვნულ პარკში დასაშვებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
[მუხლი 6. რაჭის ეროვნული პარკის, საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის, შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის, უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის, კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლისა და მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის სახელმწიფო მართვა
ამ კანონის მე-4−4 5 მუხლებით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხოლო აღნიშნული დაცული ტერიტორიების კატეგორიების მართვა − საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6-1.md
