---
title: "მუხლი 7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება — რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/7"
law: "რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5613899"
adopted: "2022-11-16"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება — რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/7

1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებაზე;
ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
[მუხლი 7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება
1. ამ კანონის მე-4−4 5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამავე კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების შექმნის ან/და გაფართოების მომწესრიგებელი დებულებების ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა უფლებები) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4−მე-5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამავე კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების შექმნის ან/და გაფართოების მომწესრიგებელი დებულებების ამოქმედებამდე:
ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის გაცემულ ლიცენზიებზე/მინიჭებულ უფლებებზე, მათი ვადის ამოწურვამდე;
ბ) არსებულ, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე;
გ) გაცემულ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიებზე;
დ) არსებულ, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, ტყითსარგებლობის ვადით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5613899-rachis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/8.md
