---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/1"
law: "ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5614226"
adopted: "2022-11-16"
consolidated_as_of: "2022-11-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-11-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2022-11-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/1

1. ეს კანონი არეგულირებს ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (შემდგომ − სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია) შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ქონებრივი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/2.md
