---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/2"
law: "ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5614226"
adopted: "2022-11-16"
consolidated_as_of: "2022-11-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-11-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2022-11-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და ეფექტიანი ფუნქციონირება;
ბ) მოაწესრიგოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის ფორმა და მექანიზმები;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღსადგენად და მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბებისთვის უზრუნველყოს უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება;
დ) უზრუნველყოს ფაუნის იშვიათი ან/და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების (სარსარაკის (Tetrax tetrax), ბექობის არწივის (Aquila heliaca), სვავის (Aegipius monachus), ორბის (Gyps fulvus) და სხვა) დაცვა და შენარჩუნება;
ე) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე უზრუნველყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია, აგრეთვე საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელისა და ზურმუხტის ქსელის განვითარება;
ვ) ხელი შეუწყოს ბუნების დაცვასთან თავსებადი მეთოდებითა და მასშტაბით ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარებისთვის უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა;
ბ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება;
გ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საგანმანათლებლო და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/3.md
