---
title: "მუხლი 12. პასუხისმგებელი პირი — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/12"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. პასუხისმგებელი პირი — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/12

1. სისხლის დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობის განხორციელებისას, ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად,  უზრუნველყოს ამ დაწესებულებაში პასუხისმგებელი პირის არსებობა. პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილება, ამოცანები, მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლებამოსილების სხვა, შესაბამისი პირისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. სისხლის დაწესებულებამ კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეატყობინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები და კონკრეტული ამოცანები, რომელთა შესრულებისთვისაც ის არის პასუხისმგებელი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში სისხლის დაწესებულებამ კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ახალი პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები და მისი დანიშვნის თარიღი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/13.md
