---
title: "მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/2"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/2

1. ეს კანონი არეგულირებს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის ძირითად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და სხვა შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. სისხლსა და პლაზმაზე, როგორც სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების საწარმოებლად გამოსაყენებელ საწყის მასალებზე, ვრცელდება ამ კანონის მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც აწესრიგებს სისხლისა და პლაზმის შეგროვებასთან, ტესტირებასა და ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს.

3. პლაზმის, როგორც სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების საწარმოებლად გამოსაყენებელი საწყისი მასალის, დამზადებასთან, შენახვასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/3.md
