---
title: "მუხლი 22. დოკუმენტაცია და ჩანაწერები — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/22"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. დოკუმენტაცია და ჩანაწერები — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/22

1. სისხლის დაწესებულებამ და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა აწარმოონ დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება მათ მიერ განხორციელებულ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მახასიათებლები, პროცედურები და ჩანაწერები. ამასთანავე, ჩანაწერები უნდა წარმოებდეს ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. სისხლის დაწესებულებამ და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა დადგენილი წესით უნდა აწარმოონ სამედიცინო დოკუმენტაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ და უნდა განახორციელონ სათანადო ინსტრუქციების, სასწავლო და საცნობარო სახელმძღვანელოებისა და ანგარიშგების ფორმების დოკუმენტირება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს ხელმისაწვდომი კომპეტენტური ორგანოსთვის მის მიერ ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელების პროცესში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/23.md
