---
title: "მუხლი 24. დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისგან მისაღები ინფორმაცია — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/24"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისგან მისაღები ინფორმაცია — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/24

1. სისხლის დაწესებულება ვალდებულია დონორს მიაწოდოს ამომწურავი და ადვილად გასაგები ინფორმაცია (მათ შორის, წერილობითი ინფორმაცია) სისხლის დონორობისა და სისხლის დონაციის შესახებ (მათ შორის, დონორისგან ასაღები სისხლისა და სისხლის კომპონენტის რაოდენობის თაობაზე), აგრეთვე დონაციის რისკების, შესაძლო რეაქციებისა და მისი ჯანმრთელობისთვის შესაძლო სხვა შედეგების, ლაბორატორიული ტესტირების შესაძლო შედეგების, დონორის თაობაზე პერსონალური მონაცემების დაცვისა და მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ამასთანავე, სისხლის დაწესებულება ვალდებულია დონორისგან მიიღოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.

2. სისხლის დაწესებულებამ, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული დონორისა და რეციპიენტის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ყველა ზომა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაციისა და დონორისგან მისაღები ინფორმაციის სახეობები, აგრეთვე მათი მიწოდებისა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/25.md
