---
title: "მუხლი 25. ავტოლოგიური დონაცია — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/25"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ავტოლოგიური დონაცია — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/25

1. ავტოლოგიური სისხლი და სისხლის კომპონენტები, აგრეთვე სპეციალური მიზნებისთვის შეგროვებული და დამზადებული სისხლის კომპონენტები უნდა იყოს ზუსტად იდენტიფიცირებული და ალოგენური დონაციით მიღებული სისხლისა და სისხლის კომპონენტებისგან  განცალკევებით შენახული, ტრანსპორტირებული და განაწილებული.

2. ავტოლოგიური დონორის შესაბამისობის შეფასება ხორციელდება ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, ხოლო ავტოლოგიურ დონაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/26.md
