---
title: "მუხლი 26. სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/26"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/26

1. სისხლის შეგროვების პროცესში დონორობა უნდა განხორციელდეს ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი  წესების შესაბამისად.

2. სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებისას დონორის პიროვნება უნდა იყოს შემოწმებული და სათანადოდ რეგისტრირებული.  ნათლად უნდა იქნეს დადგენილი, ერთი მხრივ, დონორსა და, მეორე მხრივ, სისხლს, მის კომპონენტებსა და სისხლის ნიმუშებს შორის კავშირი.

3. სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებისას და დამუშავებისას გამოყენებული სტერილური სისხლის ჩანთების სისტემები მარკირებული უნდა იყოს CE ნიშნით, ხოლო თუ სისხლი და მისი კომპონენტები სხვა ქვეყანაშია შეგროვებული, ისინი უნდა აკმაყოფილებდეს ეკვივალენტურ სტანდარტებს. სისხლის ჩანთაზე მითითებული თითოეული სისხლის კომპონენტის პარტიის ნომერი მიკვლევადი უნდა იყოს.

4. სისხლის შეგროვების პროცედურები ისე უნდა განხორციელდეს, რომ მიკრობული დაბინძურების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

5. ჩანაწერების წარმოების, სისხლის ჩანთებისა და ლაბორატორიული ნიმუშების დონაციის ნომრებით მარკირების პროცედურები მათი სრული იდენტიფიცირების მიზნით ამ კანონისა და ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

6. სისხლის ხარისხის უზრუნველსაყოფად სისხლის შეგროვებამდე და მისი შეგროვების შემდეგ მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული სისხლის ჩანთისადმი მოპყრობისა და მისი შენახვის პირობები.

7. სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების სხვა წესები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/27.md
