---
title: "მუხლი 28. ეტიკეტირება — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/28"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ეტიკეტირება — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/28

1. საქართველოს ტერიტორიაზე შეგროვებული, ტესტირებული, დამუშავებული, შენახული, გაცემული ან/და განაწილებული სისხლისა და სისხლის კომპონენტების ეტიკეტირების სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო სისტემასა და პროცედურებს, აგრეთვე იმავე მუხლის მე-7 პუნქტითა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სისხლის ან მისი კომპონენტის წარმოების ყველა საფეხურზე გამოყენებული ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შესაბამის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.

3. შეგროვებული სისხლის, შუალედური და დამზადებული სისხლის კომპონენტებისა და ნიმუშების ეტიკეტირების სისტემამ უშეცდომოდ უნდა განსაზღვროს შესაბამისი შიგთავსის სახეობა.

4. ეტიკეტირების წესები, აგრეთვე ავტოლოგიური სისხლისა და მისი კომპონენტების ეტიკეტირების წესები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/29.md
