---
title: "მუხლი 30. სისხლისა და მისი კომპონენტების გამოწვევა — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/30"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. სისხლისა და მისი კომპონენტების გამოწვევა — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/30

1. ნებისმიერი საჩივარი ან/და ინფორმაცია (მათ შორის, სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ), რომელიც იძლევა დეფექტიანი/უხარისხო სისხლის კომპონენტის გაცემის ვარაუდის საფუძველს, უნდა იქნეს დოკუმენტირებული და გამოკვლეული სისხლის კომპონენტის დეფექტიანობის/უხარისხობის მიზეზის დასადგენად. საჭიროების შემთხვევაში სისხლის კომპონენტი გამოწვეული უნდა იქნეს და რეციდივის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული. ამასთანავე, კომპეტენტურ ორგანოს უნდა გაეგზავნოს ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ (ასეთი მოვლენის/რეაქციის არსებობის შემთხვევაში).

2. სისხლის დაწესებულებას უნდა ჰყავდეს შესაბამისი პერსონალი, რომელიც შეაფასებს სისხლის ან მისი კომპონენტის გამოწვევის საჭიროებას და მიიღებს შესაბამის ზომებს.

3. სისხლის ან მისი კომპონენტის გამოწვევის პროცედურა განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/31.md
