---
title: "მუხლი 36. სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეუტყობინებლობა — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/36"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეუტყობინებლობა — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/36

1. ანგარიშმგებელი დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის (სათანადო შეტყობინების) კომპეტენტური ორგანოსთვის მიუწოდებლობა (წარუდგენლობა) −
გამოიწვევს ანგარიშმგებელი დაწესებულების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ანგარიშმგებელი დაწესებულების დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. ანგარიშმგებელი დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის კომპეტენტური ორგანოსთვის წარუდგენლობა −
გამოიწვევს ანგარიშმგებელი დაწესებულების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა −
გამოიწვევს ანგარიშმგებელი დაწესებულების დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/37.md
