---
title: "მუხლი 37. დონორობის უფლების დარღვევა — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/37"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. დონორობის უფლების დარღვევა — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/37

1. დონორის მიერ სისხლის დაწესებულებისთვის თავისი ვინაობის, საიდენტიფიკაციო მონაცემების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა (მათ შორის, ჩატარებული სამედიცინო პროცედურების, ვაქცინაციის, მიღებული მედიკამენტების) და ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე დონორის შესაბამისობის შესაფასებლად საჭირო სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობა ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. სისხლის დაწესებულების მიერ დონორისთვის სისხლის დონორობისა და სისხლის დონაციის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა ან/და დონორისგან მისი ვინაობის, საიდენტიფიკაციო მონაცემების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე დონორის შესაბამისობის შესაფასებლად საჭირო სხვა ინფორმაციის მოუპოვებლობა −
გამოიწვევს სისხლის დაწესებულების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სისხლის დაწესებულების დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

5. სისხლის დონორობის ამ კანონით დადგენილი სხვა წესებისა და პროცედურების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/38.md
