---
title: "მუხლი 40. სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების დარღვევა — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/40"
law: "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 5641857"
adopted: "2022-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების დარღვევა — ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/40

1. სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების (თუ ეს არ არის სალიცენზიო/სანებართვო პირობა ან ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევა) დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის (სისხლის ან მისი კომპონენტის) კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის (სისხლის ან მისი კომპონენტის) კონფისკაციით.
შენიშვნა:
ამ პუნქტით გათვალისწინებული კონფისკაციის შეფარდებისას შესაბამის დადგენილებას აღასრულებს აღმასრულებელი.
თავი VI
გარდამავალი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5641857-adamianis-siskhlisa-da-misi-komponentebis-khariskhisa-da-usaprtkhoebis/41.md
