---
title: "მუხლი 17. შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/17"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/17

1. ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმებული პირი, შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირი, რომელიც ჩართულია საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ვალდებულია საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დაიცვას შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი (შემდგომ ამ მუხლში – ეთიკის კოდექსი).

2. ეთიკის კოდექსი მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

3. ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4. ეთიკის კოდექსის სისტემატურად ან უხეშად დარღვევა იწვევს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაუქმებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/18.md
