---
title: "მუხლი 18. საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/18"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/18

1. სააგენტო უფლებამოსილია შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგები და სემინარები ჩაატაროს.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დააწესოს საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის საფასური.

3. საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის საფასურის ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/19.md
