---
title: "მუხლი 2. საჯარო შესყიდვის პრინციპები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/2"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. საჯარო შესყიდვის პრინციპები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/2

1. საჯარო შესყიდვა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:
ა) საჯარო შესყიდვისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ეფექტიანად და რაციონალურად ხარჯვა;
ბ) ღიაობა და გამჭვირვალობა;
გ) არადისკრიმინაციულობა და თანასწორი მოპყრობა;
დ) პროპორციულობა;
ე) საჯარო შესყიდვის საჯარო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელება;
ვ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევა.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საჯარო შესყიდვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით განახორციელოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/3.md
