---
title: "მუხლი 25³. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსება — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/25-3"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "25^3"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25³. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსება — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 25³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/25-3

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ფინანსდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) მის ანგარიშზე გადახდილი, ამ კანონით გათვალისწინებული საფასურით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

2. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში ჰქონდეს აგრეთვე კომერციულ ბანკში.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
თავი V
საჯარო შესყიდვის პროცედურები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/25-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/26.md
