---
title: "მუხლი 25. სააგენტოს დაფინანსება — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/25"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სააგენტოს დაფინანსება — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/25

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) შესყიდვის პირობების გამოქვეყნების საფასური და განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასური;
გ) განაცხადის/წინადადების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტია;
დ) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევით მიღებული შემოსავალი;
ე) საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირების საფასური და საჯარო შესყიდვის სპეციალისტების მიერ სერტიფიცირების პროგრამის გავლის საფასური;
ვ) საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის საფასური;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. სააგენტოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში ჰქონდეს აგრეთვე კომერციულ ბანკში.
თავი IV
1
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/25-1.md
