---
title: "მუხლი 26. საჯარო შესყიდვის პროცედურები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/26"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საჯარო შესყიდვის პროცედურები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/26

1. საჯარო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი პროცედურების გამოყენებით:
ა) ღია პროცედურა;
ბ) შეზღუდული პროცედურა;
გ) კონკურენტული დიალოგი;
დ) ინოვაციური პარტნიორობა;
ე) კონკურსი;
ვ) წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა;
ზ) წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა;
თ) საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროებში მომსახურების შესყიდვის მიზნით.

2. საჯარო შესყიდვის პროცედურები, გარდა წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა, ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამასთანავე, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოქვეყნდეს.

3. საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელების დეტალური წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ თავით განსაზღვრული საჯარო შესყიდვის პროცედურების გამოყენების საფუძვლების რამდენიმე წინაპირობის ერთდროულად არსებობისას საჯარო შესყიდვის პროცედურა შეარჩიოს საკუთარი შეხედულებისამებრ, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულოა კონკრეტული საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/25-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/27.md
