---
title: "მუხლი 27. ღია პროცედურა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/27"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ღია პროცედურა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/27

1. ღია პროცედურა ერთეტაპიანია.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს საჯარო შესყიდვას და აქვეყნებს სრულყოფილ, საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის შემცველ შესყიდვის პირობებს.

3. წინადადება შეიძლება წარადგინოს ნებისმიერმა ეკონომიკურმა ოპერატორმა. შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია შეამციროს პრეტენდენტთა რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად.

4. დაუშვებელია ღია პროცედურის განხორციელებისას მოლაპარაკების წარმოება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/28.md
