---
title: "მუხლი 28. შეზღუდული პროცედურა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/28"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. შეზღუდული პროცედურა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/28

1. შეზღუდული პროცედურა ორეტაპიანია.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს საჯარო შესყიდვას, განაცხადის წარსადგენად იწვევს ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს და განსაზღვრავს წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია წარდგენილი განაცხადების მიხედვით ადგენს, აქვთ თუ არა ეკონომიკურ ოპერატორებს სათანადო კვალიფიკაცია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს, და შერჩეულ კანდიდატებს იწვევს წინადადებების წარსადგენად. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეამციროს კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად.

4. დაუშვებელია შეზღუდული პროცედურის განხორციელებისას მოლაპარაკების წარმოება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/29.md
