---
title: "მუხლი 32. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/32"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/32

წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა ორეტაპიანია. ეს პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, შესყიდვის პირობების წინასწარი გამოქვეყნების შემდეგ შესყიდვის პირობებით განსაზღვრული საჭიროებებისა და მოთხოვნების, აგრეთვე მის მიერ დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების შესაბამისად, შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებთან აწარმოოს მოლაპარაკება. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:
ა) საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად, თუ დაკმაყოფილდება ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები ბაზარზე ხელმისაწვდომი გადაწყვეტის გზების მისადაგების გარეშე ვერ დაკმაყოფილდება;
ა.ბ) საჯარო შესყიდვა მოიცავს დიზაინს ან ინოვაციურ გადაწყვეტას;
ა.გ) შესყიდვის ხელშეკრულება მის ბუნებასთან, სირთულესთან, სამართლებრივ და ფინანსურ სტრუქტურასთან ან რისკებთან დაკავშირებული გარემოებების გამო წინასწარი მოლაპარაკების გარეშე ვერ დაიდება;
ა.დ) შემსყიდველი ორგანიზაცია მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს სპეციფიკაციებს შესაბამის სტანდარტზე მითითებით;
ბ) თუ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ღია პროცედურა ან შეზღუდული პროცედურა არ შედგება ან უარყოფითი შედეგით დასრულდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/33.md
