---
title: "მუხლი 36. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და აგრეგირებული საჯარო შესყიდვები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/36"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და აგრეგირებული საჯარო შესყიდვები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/36

1. საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოიყენოს საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და განახორციელოს აგრეგირებული საჯარო შესყიდვები.

2. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებია:
ა) ჩარჩოშეთანხმება;
ბ) დინამიკური შესყიდვის სისტემა;
გ) ელექტრონული რევერსიული აუქციონი;
დ) ელექტრონული კატალოგი.

3. აგრეგირებული საჯარო შესყიდვებია:
ა) ცენტრალიზებული შესყიდვა;
ბ) ერთობლივი შესყიდვა.

4. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებისა და აგრეგირებული საჯარო შესყიდვების განხორციელების დეტალური წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/37.md
