---
title: "მუხლი 4. ენა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/4"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ენა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/4

1. საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა მომზადდეს და გამოქვეყნდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის შესახებ განცხადება და შესყიდვის დოკუმენტაცია ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია განთავსდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე. შესყიდვის შესახებ განცხადებასა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხის/საკითხების გადაწყვეტისას საქართველოს სახელმწიფო ენაზე შედგენილი შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის ტექსტსა და ინგლისურ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საქართველოს სახელმწიფო ენაზე შედგენილი განცხადებისა და დოკუმენტაციის ტექსტს.

3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება, შესყიდვის შესახებ განცხადება, აგრეთვე წინადადებების წარსადგენად/დიალოგში ან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე.

4. კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია საჯარო შესყიდვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად წინადადება და სხვა დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო ენაზე წარადგინოს. თუ წინადადება და სხვა დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო ენაზე არ არის შედგენილი, კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სათანადო დოკუმენტის დედანს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/5.md
