---
title: "მუხლი 42. ერთობლივი შესყიდვა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/42"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. ერთობლივი შესყიდვა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/42

1. ორი ან ორზე მეტი შემსყიდველი ორგანიზაცია შესაძლებელია შეთანხმდეს საჯარო შესყიდვის ერთობლივად განხორციელებაზე.

2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით. ამ შეთანხმებას ხელს აწერენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. აღნიშნული შეთანხმებით უნდა განისაზღვროს შემსყიდველი ორგანიზაციების უფლება-მოვალეობები.

3. თუ ერთობლივ შესყიდვას ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები ახორციელებენ, ერთობლივი შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
თავი VII
საჯარო შესყიდვის მომზადება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/43.md
