---
title: "მუხლი 46. ბაზრის კვლევა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/46"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "46"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. ბაზრის კვლევა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/46

1. საჯარო შესყიდვის მოსამზადებლად შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს ბაზრის კვლევას. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია რჩევისთვის დამოუკიდებელ ექსპერტს, ორგანიზაციას ან/და ეკონომიკურ ოპერატორს მიმართოს, აგრეთვე შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბაზრის კვლევის განხორციელების პერიოდში მიღებული რჩევებისა და ინფორმაციის გამოყენებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პრინციპები.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს აგრეთვე ბაზრის პირველადი კვლევა წლიური გეგმის შესამუშავებლად.

3. ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/47.md
