---
title: "მუხლი 52. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/52"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "52"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/52

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო შესყიდვის განხორციელების შესახებ თავისი განზრახვა გაავრცელოს ელექტრონულ სისტემაში წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების გამოქვეყნებით.

2. დადგენილი წესით გავრცელებული წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას აძლევს, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეამციროს შესყიდვის პირობების გაცნობისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადა.

3. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების ფორმა და გამოქვეყნების წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/53.md
